კიმ ჩენ ინი შესამჩნევად გახდა – მედია შესაძლო ავადმყოფობაზე ამახვილებს ყურადღებას (ფოტო, ვიდეო)

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი შესამჩნევად გახდა, რამაც კიდევ ერთხელ გამოიწვია საუბარი ჯანმრთელობის პრობლემების შესაძლო არსებობაზე, – წერს The Guardian-ი.

გამოცემა წერს, რომ ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიის პოლიტბიუროს სხდომის ფოტოებზე, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის მედიამ გამოაქვეყნა, ქვეყნის გაცილებით გამხდარი ჩანს, ვიდრე იმ ფოტოებში, რომელიც საზოგადოებაში მის წინა გამოჩენის დროს გაკეთდა.

ამასთან, NK News-მა გააანალიზა კიმ ჩენ ინის ძველი ფოტოები და დაასკვნა, რომ მან მნიშვნელოვნად დაიკლო.

თუმცა, გამოცემა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პოლიტოლოგის, ვიპინ ნარანგის მოსაზრებაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ კიმს შეეძლო, გახდომის გადაწყვეტილება “იმიჯის გაუმჯობესებისთვის მიეღო”.

ამასთან, ნარანგის აზრით, თუ მის გარეგნობაში ცვლილებები ჯანმრთელობის პრობლემების შედეგია, მაშინ კულუარებში შეიძლება, უკვე მიდიოდეს ბრძოლა მემკვიდრეობისთვის და ეს არასტაბილურობა შეიძლება, პრობლემას წარმოადგენდეს გარე სამყაროსთვის.

The Guardian-ი წერს, რომ კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდი ხანია, სპეკულაციების საგანს წარმოადგენს. ასე, მაგალითად, 2014 წელს კიმი საზოგადოების წინაშე დაახლოებით ექვსი კვირის განმავლობაში არ გამოჩენილა, შემდეგ კი იგი ხელჯოხით დაინახეს. მოგვიანებით, სამხრეთ კორეის დაზვერვამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ კიმს ტერფის კისტის ოპერაცია გაუკეთდა.

2002 წელსაც, კიმის სამკვირიანმა გაუჩინარებამ გამოიწვია მითქმა-მოთქმა. მაშინ ამბობდნენ, რომ ის სერიოზულად არის ავად გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ. ზოგიერთი მედიასაშუალება იმასაც წერდა, რომ ის შეიძლება, უკვე გარდაცვლილიც ყოფილიყო. ზოგიერთი კი წერდა, რომ ის ოჯახთან ერთად შეიძლება, იზოლაციაში იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები