ანრი ოხანაშვილი: სხდომათა დარბაზში გამოჩნდება, ვის ვისი ეშინია, საინტერესო სცენარები გელით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებას გამოეხმაურა, რომ შიშის გამო მმართველმა პარტიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დარბაზში შესვლიდან მალევე დაასრულა სხდომა.
ოხანაშვილის თქმით, სხდომათა დარბაზში გამოჩნდება, ვის ვისი ეშინია.
„ნაციონალური მოძრაობის“ როგორ შეიძლება, გეშინოდეს, ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე. სხდომათა დარბაზში გამოჩნდება, ვის ვისი ეშინია და რა მოხდება, ასე რომ, საინტერესო სცენარები გელით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.