ანრი ოხანაშვილი – გახარიაზე: როცა საუბრობს ნეპოტიზმსა და კორუფციულ სქემებზე, თუ ფაქტები აქვს, უნდა დადოს

“როცა საუბრობს ნეპოტიზმსა და კორუფციულ სქემებზე, თუ ფაქტები აქვს, უნდა დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის უხერხული”, – ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებებს.

მისივე თქმით, გახარიას პასუხისმგებლობაა, თუ აღნიშნულის შესახებ იცოდა და რეაგირება არ ჰქონდა.

“სულ მცირე, უხერხულია, როცა ქვეყნის პრემიერმინისტრი და ყოფილი შს მინისტრი საუბრობს იმ გუნდთან მიმართებით და ისეთ საკითხებზე, რომელიც არაფერში ჯდება და არის ტყუილი. როცა საუბრობს ნეპოტიზმსა და კორუფციულ სქემებზე, თუ ფაქტები აქვს, უნდა დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის უხერხული და თვითონ იყენებენ ხოლმე სიტყვა ჭორაობას, სწორედ ამას ემსგავსება ასეთი საუბარი საკითხებზე, რომელზეც ინფორმაცია უნდა ჰქონოდა, თუ ასეთს ჰქონდა ადგილი და რეაგირებაც უნდა ჰქონოდათ. მათი პასუხისმგებლობაა, თუ იცოდა და რეაგირებას არ ახდენდნენ”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები