ალეკო ელისაშვილი: პარლამენტში რომ შემოდიხარ და მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერ, არასერიოზულია
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ფაქტი, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შევიდა და შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს, არასერიოზულია.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც პარტიამ, პოლიტიკური კლასი დაკარგა. აღარც პოლიტიკური ალღო აქვთ, აღარც პოლიტიკური პრაგმატიზმი. პარლამენტში რომ შემოდიხარ და მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერ, არასერიოზულია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.