კახა კუჭავა რუმინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა რუმინეთის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რაზვან როტუნდუს შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სექტორული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა დინამიკური საპარლამენტთაშორისო კავშირების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე, აღნიშნა, რომ დღეს პარლამენტი ძლიერი და პლურალისტურია და იგი ოპოზიციისთვის ბევრ შესაძლებლობას, მნიშვნელოვან ბერკეტებს უზრუნველყოფს.
“ხაზი გაესვა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესსა და განაცხადს, რომელსაც ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს. ელჩის თქმით, რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
კახა კუჭავამ რაზვან როტუნდუს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები