მიხეილ სარჯველაძე: არავითარი წინაპირობა არ არსებობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმება რომელიმე ნაწილში ვერ შესრულდეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ​სარჯველაძის განცხადებით, არავითარი წინაპირობა არ არსებობს იმის სათქმელად, რომ რომელიმე ნაწილში შეიძლება, შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმება ვერ შესრულდეს.

„ყველა მიმართულებით, რომელიც გათვალისწინებულია მიშელის დოკუმენტში და რომლის შესრულებაც ჩვენ ხელგვეწიფება, მუშაობა დაწყებულია ინტენსიური ტემპით. ეს ხელისუფლების პრიორიტეტია ამ წუთას და, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრის. მე მგონია, რომ ოპოზიციის მხრიდან უფრო ადგილი აქვს მცდელობას, წარმოაჩინოს, თითქოს ვინმე აჭიანურებს ამ პროცესს, მაგრამ ასე არ არის. ვადები, რაც არის განსაზღვრული, ამის თაობაზე მუშაობა მიმდინარეობს და არავითარი წინაპირობა არ არსებობს იმის სათქმელად, რომ რომელიმე ნაწილში შეიძლება, ვერ შესრულდეს შეთანხმება. ამისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს, გარდა ლიტონი განცხადებებისა ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან, რომ ცდილობენ, შექმნან ილუზია, თითქოს, ხელისუფლებას ამის სურვილი არ აქვს. ეს ასე არ არის”, – აცხადებს სარჯველაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები