მიხეილ სარჯველაძე: გახარია დაინტერესებულია, ისეთი სურათი შექმნას, რომლითაც შეეძლება, პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერისა და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებები არადამაჯერებელია.
“ახლა ხომ გასაგებია, რომ ბატონი გიორგი ამ შემთხვევაში უკვე დაინტერესებულია, ვითარება იმდაგვარად წარმოაჩინოს და შექმნას ისეთი სურათი, რომლითაც შეეძლება, პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს. აღარ არის, ნამდვილად ამ სიტუაციაში დამაჯერებელი. თუ ის ამ პრობლემებს ამჩნევდა და ხედავდა, როდესაც ის იყო მთავარი ხელისუფალი, შეიძლება, ასეთი განმარტებები სანდო იყოს?! მე მგონი, რომ არა”, – აღნიშნა სარჯველაძემ.