ნატო-ს სამიტის წინ, ბალტიის ქვეყნები საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის გაზრდას ითხოვენ

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატო-ს სამიტამდე ბალტიის ქვეყნები საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის გაზრდას ითხოვენ.

ამის შესახებ ნაუსედამ ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან კონსულტაციის შემდეგ განაცხადა.

”ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ნატო-ს სამიტის წინ. უნდა უზრუნველვყოთ ძლიერი შეკავება, გავაგრძელოთ ჩვენს თავდაცვაში ინვესტიციები და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მუდმივ ადაპტაციაში. ბალტიის ქვეყნები ერთნი არიან საქართველოსა და უკრაინისთვის, როგორც ასპირანტი-ქვეყნების ძლიერ მხარდაჭერაში”, – დაწერა პოლიტიკოსმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

ნატო-ს სამიტი ბრიუსელში 14 ივნისს ჩატარდება.

როგორც გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა, ალიანსი შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში უკრაინასა და საქართველოსთვის “ღია კარის” პოლიტიკას კვლავ დაადასტურებს, თუმცა, ამის იქეთ ვერ წავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები