პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში მოქმედ ბიზნესასოციაციებთან შეხვედრებს აგრძელებს.
პარლამენტის ინფორმაციით, კახა კუჭავა ამერიკის სავაჭრო პალატის ვიცეპრეზიდენტებსა და პალატის წარმომადგენლებს შეხვდა.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე პარლამენტსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით სხვადასხვა ფორმატზე იმსჯელეს. კახა კუჭავამ პალატის წარმომადგენლებს საკუთარი ხედვები გააცნო.
“ყურადღება გამახვილდა სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობასა და ახლო მომავალში მომდევნო შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.