ავღანეთში ბრიტანული ორგანიზაციის 10 თანამშრომელი მოკლეს

ავღანეთში, ბაგლანის პროვინციაში ბრიტანეთ-ამერიკულ არაკომერციულ ორგანიზაცია HALO Trust-ის ოფისს თავს დაესხნენ.

ორგანიზაცია ავღანეთში ნაღმების გაწმენდით არის დაკავებული.

ადგილობრივ ტელეკომპანიას 1TV-ს წყარომ განუცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 10 თანამშრომელია მოკლული, 14 კი დაჭრილი.

ტელეკომპანიას ოფიციალურმა პირებმა ასევე განუცხადეს, რომ თავდასხმის უკან დგანან “თალიბანის” წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები