შავ ზღვაში ბულგარეთის გამანადგურებელი ჩავარდა

ბულგარეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი გამანადგურებელი, რომელიც სასწავლო ფრენას ახორციელებდა, შავ ზღვაში ჩავარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას​ ტელეკომპანია BTV ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რესპუბლიკის თავდაცვის უწყების ცნობით, მიგ -29-ის პილოტთან კავშირი გვიან ღამით დაიკარგა.

ამჟამად, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები