უკრაინელთა ევროპული კონგრესი ნატო-ს მიმართავს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის შეთავაზება დაჩქარდეს

ნატო-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინელთა ევროპული კონგრესი(ECU) მოუწოდებს ალიანსს, დაჩქარდეს უკრაინასა და საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის შეთავაზება და ახსენებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას.

ამის შესახებ იენს სტოლტენბერგისადმი წერილშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნდა.

”მოგიწოდებთ თქვენ და ყველა წევრ ქვეყანას, მტკიცედ დაადასტუროთ ნატო-ს გადაწყვეტილებები, რომელიც ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული, კერძოდ, “ღია კარის” პოლიტიკა უკრაინასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ასევე, გახსენებთ დეკლარაციის 23-ე პუნქტს, რომელიც უფლებამოსილებას ანიჭებს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინისა და საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ. მოგიწოდებთ, დააჩქაროთ MAP- ის მიწოდება უკრაინასთვის 2021 წლის დეკემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მინისტერიალზე”, – ნათქვამია დოკუმენტში.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიო ხედავდა რუსეთის ჯარების უპრეცედენტო რაოდენობის ზრდას უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში.

ასევე, აღინიშნება, რომ თანამედროვე რუსეთი უგულებელყოფს დემოკრატიულ ღირებულებებს და საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს და დეზინფორმაციული კამპანიითა და აგრესიული აქტებით ცდილობს ევროპის დესტაბილიზაციას, მაგალითად, ჩეხეთსა და ბულგარეთში (საუბარია აფეთქებების სერიაზე საბრძოლო მასალების საწყობებში, რომელშიც შესაძლოა, რუსი აგენტები მონაწილეობდნენ).

”მზარდი რუსული საფრთხის საწინააღმდეგოდ, უკრაინელების ევროპული კონგრესი უერთდება ბუქარესტის ცხრა ქვეყანას და მოუწოდებს ალიანსს, უფრო ფართოდ იყოს აღმოსავლეთ ევროპაში და მეტი უსაფრთხოებისთვის – შავი ზღვის რეგიონში. უკრაინისთვის MAP- ის მხარდაჭერის მკაფიო შეტყობინება რუსეთის მხრიდან შემდგომი აგრესიის შეკავებაში შეუწყობს ხელს”, – აღნიშნავენ წერილის ავტორები.

უკრაინელების ევროპული კონგრესი ლონდონში 1949 წელს დაარსდა და პოზიციონირებს, როგორც საერთაშორისო საკოორდინაციო ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს უკრაინელების ინტერესებს ევროპაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები