მდინარაძე – გახარიაზე: გადადგა იმიტომ, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დაეკავებინათ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გიორგი გახარია გადადგა იმიტომ, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დაეკავებინათ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე.

„ამ ადამიანს, რომელიც გუშინ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ გადადგა? შეიძლება, რომ რაღაცები მივაკეროთ გვერდიდან ლოგიკას, როცა ფაქტია ერთი და ნათელი – ეს ადამიანი გადადგა იმიტომ, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დაეკავებინათ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, რომელსაც ეკუთვნოდა იმ დროს ლეგიტიმურად სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით დაკავება და რას ცვლიდა ის 2-3 დღე, ჯერ რაციონალური არგუმენტი ამაზე არ მოგვისმენია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები