კახა კუჭავა სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელს, გიორგი პერტაიას შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სავაჭრო სამრეწველო პალატა ევროკავშირის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების ,,ევროპალატის” წევრია და, ძირითადად, რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს.
როგორც შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მნიშვნელოვანია ამ ადამიანების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ პარლამენტი მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო და განხორციელებული რეფორმები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა გლობალური პანდემიის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მნიშვნელობაზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.