ალექსანდრე რაქვიაშვილი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევცვალოთ დამოკიდებულება ვაჭრობის მიმართ, დავეხმაროთ მას, შევუმციროთ გადასახადები

„ჩვენი პრობლემები, ეკონომიკური იქნება თუ სოციალური, საბოლოოდ, სიღარიბით არის განპირობებული”, – ამის შესახებ დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სიმდიდრის მთავარი წყარო არის ვაჭრობა.

„ვაჭრობაზე დგას ის ცივილიზაცია, რომლისკენაც მივისწრაფვით. ჩვენ ვერ ვხდებით ამ ცივილიზაციის ნაწილი, რადგან ყოველდღიურობაში ვაჭრობას ვებრძვით რეგულაციებით, აკრძალვებით, გადასახადებით.
პარლამენტმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევცვალოთ დამოკიდებულება ვაჭრობის მიმართ, დავეხმაროთ მას, შევუმციროთ გადასახადები და მივცეთ თავისუფლება ადამიანებს”, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები