გერმანიაში, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში, 70-ზე მეტი პირია დაკავებული

გერმანიაში, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში, მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად დაკავებულია 70-ზე მეტი პირი და ჩხრეკა ჩატარდა 150-ზე მეტ ლოკაციაზე.

უცხოური მედია წერს, რომ რეიდები ევროპოლთან თანამშრომლობით ჰესენის მიწის დასავლეთ მხარეში 2018 წელს დაწყებული გამოძების ფარგლებში ჩატარდა, რომლის ინიციატორი აშშ იყო.

ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ასობით კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, იარაღი, 30-ზე მეტი ძვირადღირებული ავტომანქანა და 250 ათასი ევროს ოდენობის ნაღდი ფული, ასევე, IT მოწყობილობა.

ეჭვმიტანილებს ბრალი ედებათ ტელეფონების გამოყენებაში, რომელებიც შეიცავდნენ დაშიფრული შეტყობინებების პროგრამას იარაღისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები