სალომე სამადაშვილი: კარგია, რომ „ნაცმოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში შემოსვლის შესახებ, მიმაჩნია, რომ მათი მხრიდან ასევე სწორი იქნება შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერა
“პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილებით ისინი პატივს სცემენ საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს, მაგრამ ამავე დროს გაუგებარია “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის შესახებ”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერა პოლიტიკურ ლოგიკასაა მოკლებული.
„კარგია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში შემოსვლის შესახებ, თუმცა, მიმაჩნია, რომ მათი მხრიდან ასევე სწორი იქნება შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერა. ოპოზიციამ გადაწყვეტილება პარლამენტში საქმიანობის შესახებ მიიღო სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე. ამიტომ, ჩემთვის პოლიტიკურ ლოგიკასაა მოკლებული, რომ გააგრძელო პარლამენტში საქმიანობა და უარი თქვა ხელმოწერაზე მაშინ, როდესაც შეთანხმება მიაჩნიათ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ამოცანად ჩვენს მოკავშირეებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური ძალების ძალისხმევა მიმართული იყოს მიშელის გეგმის შესრულებისკენ. პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილებით ისინი პატივს სცემენ საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს, მაგრამ ამავე დროს გაუგებარია მათი გადაწყვეტილება დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის შესახებ”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.