თამარ კორძაია: ამ ეტაპზე, არცერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ ვგეგმავ

დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, ამ ეტაპზე, არცერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ აპირებს.

მისივე თქმით, პარლამენტის წევრის სტატუსი საკმარისად მაღალია იმისათვის, რომ რა საქმიანობის განხორციელებაც გსურს, ამაზე ისაუბრო.

„ამ ეტაპზე, არცერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ ვგეგმავ. მერვე მოწვევის პარლამენტში ჩემი ხმა ისმოდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს უფრო ძლიერი იქნება მეათე მოწვევის პარლამენტში, რადგან ვითარება უფრო რთულია და ადამიანებს წაერთვათ უფლება დემოკრატიაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევანის უფლება ეჭვქვეშ დგას ქვეყანაში. სწორედ ამიტომ შეიქმნა კრიზისი. ვთვლიდი და ვთვლი, რონ არჩევნები გაყალბდა, შემდეგ პოლიტიკური კრიზისის შედეგად შედგა შეთანხმება და ამ შემოდგომაზე უნდა დავამტკიცოთ, რომ მოქალაქეების უმრავლესობის ნება არ იყო ერთპარტიული მმართველობა ამ ქვეყანაში. ესაა ძირითადი მიზანი და ვეცდებით, ეს დავანახოთ ხელისუფლებას“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები