ინდოეთში ქიმიურ ქარხანაში ხანძარს, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, ქალაქ პუნაში მდებარე ქიმიურ ქარხანაში ხანძარს, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას ქალაქი სახანძრო დეპარტამენტი ავრცელებს.

აღინიშნება, რომ რამდენიმე პირი დაკარგულად ითვლება.

ხანძრის მომენტისთვის საწარმოში, რომელიც სადეზინფექციო საშუალებებს აწარმოებდა, 37 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 20-ის გადარჩენა მოხერხდა.

​წინასწარი ვერსიით, აალების მიზეზი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები