ბაიდენმა და ზელენსკიმ რუსული აგრესია განიხილეს

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას ყირიმში რუსული აგრესიის ფონზე კიევის მხარდაჭერის საკითხი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და რეფორმების გატარების საკითხები განიხილა.

ამის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

”ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – აღნიშნა ფსაკიმ.

გარდა ამისა, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა, “განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობა ზელენსკის გეგმის მხარდასაჭერად, რომელიც კორუფციის აღმოფხვრას და რეფორმების განხორციელებას გულისხმობს” და “უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებები, რომლებიც გამოიწვევს სამართლიანობისა და უსაფრთხოების დამყარებას, ასევე ქვეყნის ხალხის კეთილდღეობას.”

ფსაკიმ დაადასტურა, რომ ბაიდენი “ზაფხულის ბოლოს” ზელენსკის ვაშინგტონში ელოდება.

ბაიდენმა და ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი 7 ივნისს გამართეს. აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის პირველი პირის კომუნიკაცია პუტინისა და ბაიდენის სამიტს წინ უძღვოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები