პუტინთან შეხვედრამდე ბაიდენი ზელენსკისთან ისაუბრებს – სატელეფონო საუბარი დღეს შედგება

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები – ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს სატელეფონო საუბარს გამართავენ.

მანამდე უკრაინაში გამოითქვა მოსაზრება, რომ აუცილებელია ორი ქვეყნის ლიდერების კომუნიკაცია რუსეთის პრეზიდენტთან სამიტის წინ.

როგორც ზელენსკის ოფისის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, საუბრის დროს მოხდება აზრთა გაცვლა გლობალური დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე.

მისივე თქმით, ზელენსკი და ბაიდენი განიხილავენ აღმოსავლეთ უკრაინის საზღვარზე არსებულ ვითარებას. პრეზიდენტები ასევე ისაუბრებენ, ზოგადად, უკრაინულ-რუსულ ურთიერთობებზე.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ჟენევაში 16 ივნისს შეხვდებიან.

სამიტის თემები იქნება სტრატეგიული უსაფრთხოება, შეიარაღების კონტროლი, ბელორუსი, უკრაინა.

ასევე, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ბაიდენი გეგმავს რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხის წამოწევასაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები