ნატო: ალიანსი “ღია კარის” პოლიტიკის ერთგულია

“ნატო ”ღია კარის” პოლიტიკის ერთგულია და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდება 14 ივნისს ლიდერების სამიტზე”, – განაცხადა ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანემ კიევში მიმდინარე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კონფერენციაზე Zero Corruption-ში ვიდეოკავშირით საშუალებით გამოსვლის დროს.

კითხვაზე, როდის მიიღებენ საქართველო და უკრაინა ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმას, დიპლომატმა თქვა, რომ ნატო ერთგულია “ღია კარის” პოლიტიკის და ეს პოლიტიკა კიდევ ერთხელ დადასტურდება სამიტზე ერთ კვირაში.

ამავე დროს, ჯოანემ აღნიშნა, რომ ბლოკის ქვეყნები ყველა გადაწყვეტილებას კონსენსუსის მიღწევით იღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები