თეა წულუკიანი – გახარიაზე: როდესაც მიატოვებ საკუთარ გუნდს, ალბათ, შემდეგ ძნელია, გქონდეს მორალური უპირატესობა, შემოხვიდე სცენაზე და თქვა, რომ კვლავ ლიდერობა გინდა

“როდესაც მიატოვებ საკუთარ გუნდს, ალბათ, შემდეგ ძნელია, გქონდეს მორალური უპირატესობა,  შემოხვიდე სცენაზე და თქვა, რომ კვლავ ლიდერობა გინდა”, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ განცხადებას ორი მიზანი აქვს, რომლებსაც სრულად აღწევს: ის წერტილს უსვამს ივანიშვილის არაკეთილსინდისიერ გამოყენებას და გახარიას ქცევის მორალურ კვალიფიკაციას ანიჭებს.

„ოკუპირებულ ქვეყანაში როდესაც ამხელა თანამდებობა გაქვს და ნომერ პირველი ადამიანი ხარ პოლიტიკურ გუნდში და მიატოვებ საკუთარ გუნდს, ალბათ, შემდეგ ძნელია, გქონდეს მორალური უპირატესობა,  შემოხვიდე სცენაზე და თქვა, რომ კვლავ ლიდერობა გინდა. არ მინდოდა ასეთი მწვავე განცხადებები და ვფიქრობდი, რომ ის მოისმენდა მაინც თავისი ყოფილი ვიცეპრემიერის გარკვეულ მოსაზრებებს და გადაიფიქრებდა პოლიტიკაში შემოსვლას, რადგან მე მისთვის ნამდვილად არ მინდოდა ის ბედი, რა ბედსაც ის დღეს იზიარებს.

როდესაც გუნდს ხელმძღვანელობ და მას უბიძგებ სწორი გადაწყვეტილებისკენ და ყველა ერთ აზრზე ხართ, ბოლო მომენტში, ისე რომ გუნდის წევრების უმრავლესობას არც კი გააგებინო რატომ იღებ ამის საპირისპირო გადაწყვეტილებას და ტელევიზორიდან გაგვაგებინო „გამარჯობა, მე თქვენ მიგატოვეთ, ლიდერმა“, ეს რა თქმა უნდა სწორედ ზურგში ლახვრის ჩაცემა, ივანიშვილი ამბობს „ღალატი და იმედგაცრუება“ და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არ შეიძლება, არ დაეთანხმო“, – აცხადებს მინისტრი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები