პაკისტანში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

პაკისტანში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდეა გაზრდილი, მანამდე 36 გარდაცვლილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

ასევე, განახლდა ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ, ავარიის შედეგად საავადმყოფოებში 70-მდე მოქალაქე მოხვდა.

ტელეკომპანია Geo TV-ის ინფორმაციითზ დაშავებულია 100-მდე პირი.

პაკისტანში, სინდის პროვინციაში სარკინიგზო ავარიის სავარაუდო მიზეზად ერთ-ერთი შემადგენლობის რელსებიდან გადასვლა სახელდება.

პაკისტანის რკინიგზის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რელსებიდან ოთხი ვაგონი გადავიდა.

მომხდარის შედეგად 14 ვაგონი გადაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები