კრემლში რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს “უაზროს” უწოდებენ

კრემლის პრესსამსახურის უფროსის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები უაზროა.

“ერთი რამ ცხადია, რომ სანქციების პოლიტიკა გრძელდება. სინამდვილეში, ისტორიის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ 90-ზე მეტი სანქციაა შემოღებული. რა თქმა უნდა, ეს ისეთი მანკიერი წრეა, საიდანაც თეორიულად უნდა გამოვიდეთ. სანქციები არ იძლევა რაიმე მიზნის მიღწევის შესაძლებლობას”, – თქვა პესკოვმა.

მისივე თქმით, ეს ზომები ხორციელდება კონკრეტული მიზნების გარეშე. პესკოვის თქმით, ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მუშაობს მოსკოვთან ურთიერთობებში, არის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები