ნიკოლოზ სამხარაძე: იმისთვის, რომ საზოგადოებაში აღარანაირი ეჭვი აღარ არსებობდეს, მნიშვნელოვანი იყო თავად ბიძინა ივანიშვილისგან ამ წერილის გამოქვეყნება

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელი განცხადებით მის პოლიტიკურ პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით სპეკულაციებს პასუხი გასცა.

„თებერვალში, როდესაც გიორგი გახარია გადადგა, ჟურნალისტებმა მკითხეს აზრი და ვთქვი, რომ ჩემთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელი იყო ის მიზეზი, რის გამოც გადადგა. ეს იყო თავისი გუნდისთვის ზურგში ლახვარის ჩაცემა. დღეს ბიძინა ივანიშვილის წერილში ზუსტად იგივე პათოსია.

წერილი გამომდინარეობს იქედან, რომ საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი და გახარიას გუნდის წევრებიც ამბობდნენ რეგიონულ შეხვედრებზე, რომ ეს „ქართული ოცნების“ პროექტია. იმისთვის, რომ საზოგადოებაში აღარანაირი ეჭვი აღარ არსებობდეს, ეს „ქართული ოცნების“ პროექტია თუ რაიმე სხვა, მნიშვნელოვანი იყო თავად ბიძინა ივანიშვილისგან ამ წერილის გამოქვეყნება, რათა ყველანაირ სპეკულაციას წერტილი დაესვას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები