გიგა ბოკერია: არ უნდა განვიხილოთ გახარია, როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკური ძალა, უნდა ვიყოთ მობილიზებულები

“ჩვენ არ უნდა განვიხილოთ გახარია, როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკური ძალა და უნდა ვიყოთ მობილიზებულები”, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი პრემიერმინისტრის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

ბოკერიას თქმით, ივანიშვილის განცხადებით დასტურდება, რომ ის პოლიტიკიდან არ წასულა.

“ივანიშვილის განცხადებამ დაადასტურა ორი რამ, რაც მანამდეც ვიცოდით ყველამ, ვინც საზოგადოებრივ ცხოვრებას ვადევნებთ თვალყურს. ერთი, რომ ის მართავს ქვეყანას და აკონტროლებს მთავრობას. გზავნილებიც კი, კობახიძეს ბოდვა სიტყვასიტყვით იგივეა, რაც ივანიშვილმა გაგვიმეორა დღეს, არსად არ წასულა პოლიტიკიდან და ეს ისედაც ვიცოდით. მეორე, რომ მას სურს, გახარიას პოლიტიკური გუნდით საპროტესტო ელექტორატს გაუყოს ხმები, პოტენციურად მომავალში ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხედავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ შანსებს. ეს ორი რამ უბრალოდ დაგვიდასტურდა და ამომრჩევლის დასკვნა უნდა იყოს იგივე, ჩვენ არ უნდა განვიხილოთ გახარია, როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკური ძალა და უნდა ვიყოთ მობილიზებულები. მოვემზადოთ ოპოზიციური ძალები მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთმანეთთან კონსულტაციით, ტაქტიკაზე შეთანხმებითა და ამომრჩევლებთან ჩვენი გზავნილის მიტანით”, – განაცხადა ბოკერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები