ბერდია სიჭინავა: ჩვენ არ ვაპირებთ არავისთან ჭორაობას, ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ

“ჩვენ არ ვაპირებთ არავისთან ჭორაობას, ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის განცხადებას უკვე გამოეხმაურა თავად გიორგი გახარიაც.

„რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, ამასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას ოფიციალური გვერდით გავრცელდა განცხადება. კიდევ ერთხელ განვმეორდები – ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ არავისთან ჭორაობას არცერთ მსგავს საკითხზე, ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები