გურამ მაჭარაშვილი: ბიძინა ივანიშვილის წერილში წავიკითხე იმედგაცრუება, რომ მის პარტიაში გაზრდილი პოლიტიკოსი ასეთ არასწორ ნაბიჯს დგამს

“მე ამ წერილში წავიკითხე იმედგაცრუება”, – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილს.

მისივე თქმით, ივანიშვილის იმედგაცრუება გამოიწვია იმან, რომ მის პარტიაში გაზრდილი პოლიტიკოსი არასწორ ნაბიჯს დგამს.

“მე ამ წერილში წავიკითხე იმედგაცრუება, რომ მისი წვლილი გიორგი გახარიას პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში არის უმნიშვნელოვანესი, გამომდინარე იქედან, რომ “ქართული ოცნება” ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და მისი იმედგაცრუება გამოიწვია იმან, რომ მის პარტიაში გაზრდილი პოლიტიკოსი ასეთ არასწორ და არაპრაგმატულ ნაბიჯს დგამს”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ივანიშვილის განცხადებაში ნათქვამია: “თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები