მაროკოში ვაქცინირებულებს ქვეყანაში თავისუფალი გადაადგილების უფლება მისცეს

მაროკოს ხელისუფლებამ „ვაქცინირებულების საშვი“ შეიმუშავა, რომლის საშუალებითაც, ადამიანებს ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ინექცია გაკეთებული აქვთ, 7 ივნისიდან შეძლებენ საკუთარი მონაცემები სპეციალურ ვებგვერდზე ატვირთონ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ეს იქნება ოფიციალური საბუთი, რომელიც მის მფლობელს მისცემს საშუალებას სხვა დამატებითი საბუთის გარეშე გადაადგილდეს ქვეყნის ტერიტორიაზე შეზღუდვების გარეშე, ასევე გაემგზავროს საზღვარგარეთ“,- აღნიშნავს ადგილობრივი ხელისუფლება.

ვაქცინის საშვს აქვს QR-კოდი, რომელიც მისი ნამდვილობის დადგენის საშუალებას სპეციალური აპლიკაციის საშუალებით აძლევს. აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან მაროკოში ინფიცირებულთა რიცხვმა 512 ათასს გადააჭარბა. კორონავირუსის შედეგად მაროკოში 9 173 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 508 ათასი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები