ლევან დავითაშვილი – საქართველოში გარემოსდაცვითი მსოფლიო დღე აღინიშნება, გარემოსდაცვითი მიმართულება სახელმწიფოს პრიორიტეტია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი, ავსტრიის ელჩთან, თომასმიულმანთან ერთად, კრწანისის ტყეპარკში,გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილგამოფენას ,,ბუნების სტუმარიდაესწრო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ცნობილიავსტრიელი ხელოვანისა და გარემოსდამცველის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის ნამუშევრები.

„1974 წლიდან, მსოფლიოში, მათ შორის,საქართველოში გარემოსდაცვით მსოფლიო დღე აღინიშნება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღესგარემოსდაცვით პოლიტიკაზე საუბარი. გარემოსდაცვითი მიმართულება არის სახელმწიფოს პრიორიტეტი, ასევე პრიორიტეტი საქართველოსევროპასთან ასოცირების დღის წესრიგის ნაწილში. ერთერთი მიმართულება, რომელშიც საქართველომპროგრესს უნდა მიაღწიოს იმისთვის, რომევროკავშირის წევრობის ღირსეული კანდიდატიქვეყანა გახდეს, არის გარემოსდაცვითი სწორიპოლიტიკის გატარება. ამ კუთხით ჩვენ გვაქვსასოცირებით განსაზღვრული კომპლექსური დღისწესრიგი, რომელიც ითვალისწინებს ზრუნვასგარემოს სხვადასხვა მიმართულებაზე. უნდააღინიშნოს დაცული ტერიტორიების გაფართოება,რომელიც გასულ წელს რეკორდული მასშტაბით, 200 ათას ჰექტარზე მეტით განხორციელდა და ქვეყნისმთელი ტერიტორიის 12 პროცენტს ფარავს; ახალისატყეო რეფორმა; დონორების მხარდაჭერით,მოვახდენთ ტყის მეურნეობის და ეკოლოგიისუკეთესად მართვას, ასევე, ეკონომიკურიპოტენციალის სწორად გამოყენებას. ჰაერზე ზრუნვაძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიმყოფებით კრწანისის ტყეპარკში, თბილისსა და რუსთავს შორის. რუსთავში ყველაზე დიდი გამოწვევები გვაქვს. მივიღეთ ახალი კანონმდებლობა, რომელიც უკვეძალაში შევიდა და წლის ბოლომდე, მსხვილსამრეწველო საწარმოები ახალი ტექნოლოგიებისდანერგვით და მუდმივი მონიტორინგის ფარგლებში,ამ ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობასგამოასწორებს. ასევე მნიშვნელოვანია ურბანულიგამწვანების საკითხები, რაზეც თბილისის მერიამუშაობს ძალიან აქტიურად. ბოლო წლებისგანმავლობაში თბილისში, გამწვანებისმიმართულებით, მართლაც დიდი პროგრესი გვაქვს. ეს არის კომპლექსური ნაწილი რაც უკავშირდებათბილისის ჰაერის მართვას, რომელიც მთავრობამ2017 წელს დაამტკიცა. ვხედავთ როგორ შეიცვალასატრანსპორტო და გამწვანების პოლიტიკა, რომელიცქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობიგაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ასეთივე გეგმამთავრობამ, გასულ წელს, დაამტკიცა ქალაქრუსთავისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ რუსთავშიმნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება. ჩვენ მივაღწიეთშეთანხმებას შვედეთის მთავრობასთან. გვექნებადაფინანსება, რომ გაკეთდეს რუსთავის მტკვრისჭალის ეკოსისტემის სრული შეფასება, დაგეგმვა, იმისთვის, რომ რუსთავის გამწვანებაგეგმაზომიერად მოხდეს”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის საელჩოს,ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ველური ბუნებისეროვნული სააგენტოსა და CENN- ღონისძიებისორგანიზებისთვის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ი ფორმაციით, კრწანისის ტყის პარკშიგამოფენის მასპინძლობა შემთხვევითი არ არის. თბილისთან ახლომდებარე 200 ჰექტარზე გაშლილიმწვანე სივრცის შენარჩუნებას ავსტრიისგანვითარების თანამშრომლობამ შეუწყო ხელი.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ გამოფენას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსისწარმომადგენლები, გერმანიის ელჩი საქართველოშიჰუბერტ ქნირში, ქვემო ქართლის სახელმწიფორწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, გარემოს დაცვისადა ბუნებრივი რესურსების კომიტეტისთავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსშესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები