პუტინი – მერკელის პოსტიდან წასვლაზე: ანგელა მომენატრება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, მერკელი თანამდებობას სექტემბერში ბუნდესტაგში არჩევნების შემდეგ აღარ დაიკავებს.

რუსეთის პირველი პირის თქმით, მას კარგი საქმიანი ურთიერთობა აქვს მერკელთან და როგორც კოლეგა, მოენატრება.

”არ ვიცი ვინ იქნება მის მაგივრად. ანგელასთან ნამდვილად გვაქვს საქმიანი ურთიერთობა და ამას ძალიან ვაფასებ,”- თქვა პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დასმული კითხვის საპასუხოდ: მოენატრება თუ არა მას მერკელი, როდესაც ის თანამდებობას დატოვებს.

მან მერკელს გამოცდილი პოლიტიკოსი, პირდაპირი და საიმედო პიროვნება უწოდა, თანმიმდევრული, რომელსაც შეუძლია საკუთარი პოზიციის დაცვა.

მან ასევე დასძინა, რომ ისურვებდა იგივე სტაბილურობა და საიმედოობა იყოს გერმანიის მომდევნო მთავრობის დროს რუსეთთან ურთიერთობებში.

2018 წელს ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არ აპირებს კანცლერად კენჭი ხელახლა იყაროს, მას შემდეგ რაც 2021 წელს ამ თანამდებობაზე მეოთხე ვადას ამოწურავს. მერკელი ასევე არ გეგმავს ბუნდესტაგის წევრად არჩევას.

66 წლის მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობას 2005 წლის 22 ნოემბრიდან იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები