მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილით, გადასახადისთვის თავის არიდების მცდელობის ფაქტი აღიკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა – „აეროპორტის” საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს მებაჟე-ოფიცრებმაგადასახადისთვის თავის არიდებისა და საგადასახადო ვალდებულების შემცირების მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
კომპანიის მიერ, საფოსტო გზავნილის სახით, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებულიიქნა 266 ცალი მეორადი მოხმარების ( Iphone 42 ცალი,Samsung 65 ცალი, Xiaomi 159 ) მობილური ტელეფონი, რომლის საბაჟო ღირებულებამ თანდართულიდოკუმენტაციის მიხედვით – 14203,7 ლარი შეადგინა.
რისკის პროფილის საფუძველზე, აღნიშნულდეკლარაციას წითელი დერეფანი განესაზღვრა. უფლებამოსილი პირის მიერ, იმპორტირებულისაქონლის ზუსტი საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ დეკლარირებული მობილური ტელეფონები წარმოადგენდა არა აღდგენილ, არამედ ახალ (გასააქტიურებელ) ტელეფონებს და საერთო საბაჟო ღირებულებამ – 264 309,3 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.