ჩრდილო მექსიკაში შახტა ჩამოიშალა – ნანგრევების ქვეშ შვიდი ადამიანია მოყოლილი

მექსიკაში კოაუილას შტატში, ნახშირის შახტაში წიაღისეული მოიშალა. ნანგრევების ქვეშ სულ მცირე შვიდი ადამიანი მოყვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

მათი ცნობით, შახტა 4 ივნისს დღისით ჩაიშალა, აღნიშნულის მიზეზი კი მისი დატბორვა სახელდება. ინციდენტის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მეშახტეების მდგომარეოაზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები