ბაიდენი და სტოლტენბერგი ერთმანეთს NATO-ს სამიტამდე შეხვდებიან

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ერთმანეთს 7 ივნისს ვაშინგტონში შეხვდებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ პსაკი ავრცელებს.

მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს, რომელიც თეთრ სახლში ჩაივლის, მხარეები პირველ რიგში NATO-ს სამიტის დეტალებს განიხილავენ, რომელიც ბრიუსელში 14 ივნისს ჩატარდება.

ბაიდენი და სტოლტენბერგი ასევე ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები