ნათია თურნავა: არის იმის მოლოდინი, რომ ჩვენი ეკონომიკა იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე ნავარაუდევი იყო

“არის იმის მოლოდინი, რომ ჩვენი ეკონომიკა იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე ნავარაუდევი იყო”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ლარის კურსის გამყარებას ორი ფაქტორი უწყობს ხელს: დადებითი მოლოდინები და რეალური ფაქტები.

„ეკონომიკაში ყველაფერს თავისი თადარიგი და თანმიმდევრობა აქვს: პირველი არის ეკონომიკის ზრდა და გახსნა, რაც ჩვენ უზრუნველვყავით და ამას მოჰყვა ლარის კურსის სტაბილიზაცია, რაც მოსალოდნელი იყო. ეს პროცესი გამყარდება და გაგრძელდება. მესამე – სულ მალე, ლარის კურსის გამყარება და სტაბილიზაცია აისახება იმპორტული საქონლის ფასებში. ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი.

ლარის კურსის გამყარებას ორი ფაქტორი უწყობს ხელს: დადებითი მოლოდინები და რეალური ფაქტები, ახალი სავალუტო შემოდინება – სავალუტო გადმორიცხვები, ტურიზმიდან შემოსავლები, რომელიც დღიდან დღემდე იზრდება და ექსპორტი, რომელიც აპრილში 70%-ით გაიზარდა. მართლაც არის იმის მოლოდინი, რომ ჩვენი ეკონომიკა იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე ნავარაუდევი იყო. უპრეცედენტო მაჩვენებელია, როდესაც აპრილში, წინა წლის აპრილთან შედარებით, თვიური ზრდა 45%-ია. 2019 წლის აპრილთან შედარებით, 21%-იანი ზრდა გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ წელს არათუ მთლიანად გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს, არამედ, გადავაჭარბებთ 2019 წლის მონაცემებს და შესაძლებელია, რომ წლის ბოლოს 2-ნიშნა ზრდა გვქონდეს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3 ლარსა და 15 თეთრს შეადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები