სროლა ქუთაისში – დაჭრილია ერთი ახალგაზრდა

ქუთაისში სროლის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდობის გამზირზე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ ჯერ გასროლის ხმა გაიგეს, შემდეგ კი დაჭრილის ყვირილიც, რომელიც შველას ითხოვდა.

დაჭრილი ახალგაზრდა კაცი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები