საქართველო ესტონეთისგან კორონავირუსის ვაქცინას მიიღებს

ესტონეთი ქვეყნებს AstraZeneca-ს ვაქცინის 800 ათასს დოზას გადასცემს, თუმცა, ქველმოქმედების ზუსტი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

ამის შესახებ პორტალი ERR იტყობინება.

როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევა-მარია ლიმეტსმა თქვა, “სახელმწიფოს აქვს სურვილი ვაქცინების ქველმოქმედების. უპირველეს ყოვლისა, დაველოდებით, როდის გვექნება პრეპარატის ზედმეტი დოზა, რომ ისინი გავაჩუქოთ. დაგეგმილია 800 ათასი დოზის გადაცემა.”

მისივე თქმით, ამ დოზების ნაწილი გადაეცემა COVAX-ს, ხოლო მეორე ნაწილს გაგზავნიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

”მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, რომლებიც ევროატლანტიკურ მომავალს უყურებენ: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა – მაგრამ ჩვენ ასევე ვფიქრობთ კიდევ სამ ქვეყანაზე – სომხეთზე, აზერბაიჯანსა და ბელორუსზე”, – დასძინა ლიმეტსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები