იენს სტოლტენბერგი: სამიტზე შეკრებილი ლიდერების მხრიდან ველოდები, რომ ნატო გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას

“სამიტზე შეკრებილი ლიდერების მხრიდან ველოდები მკაფიოდ აღნიშვნას, რომ ნატო გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას”, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება ბრიუსელის სამიტის მკაფიო გზავნილი.

„მე ველოდები, რომ სამიტზე შეკრებილი ლიდერები დააფიქსირებენ ძლიერ მხარდაჭერას საქართველოსა და უკრაინის, როგორც ალიანსი ახლო და ღირებული პარტნიორების ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ლიდერების მხრიდან ველოდები მკაფიოდ აღნიშვნას, რომ ნატო გააგრძელებს ამ სახელმწიფოების პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას. უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ორ პარტნიორთან ერთად მუშაობის გაგრძელება, რადგან ეს კარგია ყველასთვის. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ნატო-სთვის, რადგან როდესაც რუსეთი ცდილობს მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობის დარღვევასა და მათ დაშინებას, ნატო-სთვის ამ ქვეყნებთან თანამშრომლობა გზაა, აჩვენოს რუსეთს, რომ ჩვენ პარტნიორები ვართ  და მათ ძლიერი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. მოხარული ვარ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაძლიერებთ საქართველოსქ და უკრაინასთან პარტნიორობას. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ბრიუსელის სამიტის მკაფიო გზავნილი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები