შსს: პროკურატურასთან აქციაზე დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით 6 პირია დაკავებული
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროკურატურასთან ნინოწმინდის ბავშთა პანსიონატთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა.
უწყების ცნობით, დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ნინოწმინდის პანსიონატში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ. აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.