პროკურორი: მოწმეებმა ისაუბრეს, რომ მელია პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეჭრისა და რევოლუციის მოწყობისკენ მოუწოდებდა

“დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეებმა ისაუბრეს, რომ ნიკანორ მელია პარლამენტის სასახლის წინ შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებდა პარლამენტის სასახლეში შეჭრისა და რევოლუციის მოწყობისკენ”, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს დაკითხული სამივე მოწმე სრულად ადასტურებს ბრალდების მხარის პოზიციას.

,,დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ბრალდების მხარის სამი მოწმე. ერთი მათგანი არის ჟურნალისტი, რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა უშუალოდ აქციის დროს, ორი მოწმე არის სამართალდამცავი, რომელიც წესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებოდა პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოწმეებმა აღნიშნეს, რომ უშუალოდ ნიკა მელიას ინიციატივა იყო ულტიმატუმების განსაზღვრა, იგი თავად იყო ჩართული ერთიან ძალადობრივ ქმედებებში როგორც ორგანიზატორი და მოუწოდებდა ხალხს ძალადობრივი მეთოდებით გაერღვიათ პოლიციის კორდონი და დაეკავებინათ პარლამენტის შენობა მოწმეების ჩვენების ძალიან დიდი ნაწილი, მათ შორის ე.წ. თათბირი, რომელიც გაიმართა ნიკა მელიას მონაწილეობით, შემდგომში მისი ჟესტიკულაცია და მონაწილეობა ერთიან ქმედებებში დადასტურებულია ვიდეოჩანაწერებში, რომელიც მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში”, – განაცხადა პროკურორმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები