დავით სონღულაშვილი: საკუთრების, მედიისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს: ტიტუს კორლატეანს, კლოდ კერნსა და ბას კლეინს შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრეს, რაც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით სპეციალური მმართველის დანიშვნას ითვალისწინებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ყურადღება გამახვილდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე.
დავით სონღულაშვილის განცხდებით, “საკუთრების, მედიისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და აღნიშნული კანონის მიღებით და სპეციალური მმართველის დანიშვნით ამ ფასეულობებს მომავალში არავითარი საფრთხე არ ემუქრება.”
მისი თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და მხარეებს შორის აქტიური და ეფექტიანი თანამშრომლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, – აღნიშნულია ინფორმაციაში.