COVAX-ს 2,4 მილიარდი დოლარი დაემატა

COVAX-ის დონორთა ონლაინ-კონფერენციის შედეგად, პროგრამისთვის დამატებით 2,4 მილიარდი დოლარის მოზიდვა გახდა შესაძლებელი, რაც დაგეგმილზე 400 მილიონი დოლარით მეტია.

აღინიშნება, რომ ამ თანხით შესაძლებელი იქნება ვაქცინის 1,8 მილიონი დოზის შეკვეთა.

ამასთანავე, კონფერენციაზე გამოითქვა შეშფოთება პრეპარატის განაწილების დეფიციტთან დაკავშირებით.

კონფერენცია იაპონიისა და ვაქცინების და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის GAVI-ს ინიციატივით მოეწყო და მისი მიზანი დამატებით 2 მილიარდი დოლარის შეგროვება იყო, უკვე არსებული 6,3 მილიარდი დოლარის დასამატებლად.

მოსალოდნელია, რომ ვაქცინები, რომელთა მიწოდება დაგეგმილია 2021 წელს და 2022 წლის დასაწყისში, დაიცავს მოზრდილი მოსახლეობის, დაახლოებით, 30%-ს 90-ზე მეტ ღარიბ ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები