გერმანიაში კორონავირუსის მეოთხე ტალღაზე ალაპარაკდნენ

გერმანელი ეპიდემიოლოგი, კარლ ლაუტერბახი არ გამორიცხავს ქვეყანაში ეპიდემიის ახალ, მეოთხე ტალღას.

ამის მიზეზად ის ასახელებს კორონავირუსის ახალ მუტაციებს და ასევე აღნიშნულს მივლინებებიდან ტურისტების დაბრუნებას უკავშირებს.

გამოცემა Funke-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლაუტერბახი ამბობს, რომ უახლოეს თვეებში ევროპის ქვეყნებში ინდური შტამი გავრცელდება.

ასევე, მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ შემოდგომას SARS-CoV-2-ის ახალი მუტაცია გავრცელდეს. ამ მხრივ, მოსახლეობის რევაქცინაციის გარდა, შეიძლება, საჭირო გახდეს ახალი, მოდიფიცირებული პრეპარატებით იმუნიზაცია.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემით, გერმანიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 4 640 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან 3 692 468 ინფიცირებულს შეადგენს.

ასევე, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსს  166 პაციენტი შეეწირა, ლეტალური შემთხვევების საერთო რიცხვი კი 88 940 შეადგენს.

ვირუსი სულ 3,5 მილიონმა ადამიანმა დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები