მამაკაცი, რომელიც 24 მაისს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას ხრამში გადაიჩეხა, გარდაიცვალა

USA, New York State, Hudson Valley

გოჩა კორსანტია, რომელიც 24 მაისს ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვლითი გზით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა და სოფელ მუჟავას ტერიტორიაზე ხრამში გადაიჩეხა, დღეს გარდაიცვალა.

პაციენტი რეანომობილით ქუთაისიდან თბილისში გადმოჰყავდათ, რა დროსაც გზაში გული გაუჩერდა.

,,ევექსის” პრესსამსახურის განცხადებით, პაციენტის გადაყვანა ქუთაისიდან თბილისში ოჯახის მოთხოვნით ხდებოდა.

„დღეს, უშუალოდ ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით ხდებოდა მისი თბილისში გადაყვანა, მაგრამ სამწუხაროდ, ტრანსპორტირებისას გული გაუჩერდა“,- აცხადებენ „ევექსში“.

ცნობისთვის, გოჩა კორსანტიას 24 მაისს ოკუპირებულ აფხაზეთიდან პროდუქტებით დატვირთული ცხენი მოჰყავდა ჯვარში, რა დროსაც დაახლოებით 150 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა. იგი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მკურნალობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები