ანა ბუჩუკური: კონსპირაციულ თეორიებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ

“ნაცები” გვაბრალებენ “ქოცობას”, “ქოცები” გვაბრალებენ “ნაცობას”, ჩამოყალიბდნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრი, პარტიის “საქართველოსთვის” წევრი, ანა ბუჩუკური აცხადებს.

მისივე თქმით, გიორგი გახარიასა და მის პარტიაზე კონსპირაციული თეორიები არსებობს, რაზეც სერიოზული კომენტარის გაკეთება რთულია.

“როგორც ჩანს, არასერიოზულობასაც არ აქვს საზღვარი. არც ვიცი, ამ კონსპირაციის თეორიებზე საიდან დავიწყო ან რა კომენტარი გავაკეთო. მარტივი ფაქტი და მოცემულობაა ის, რომ “ნაცები” გვაბრალებენ “ქოცობას”, “ქოცები” გვაბრალებენ “ნაცობას”, ჩამოყალიბდნენ, როგორც შეთანხმდნენ, რომ თურმე ნიკა მელია არის პოლიტპატიმარი, ასევე, შეთანხმდებიან, ალბათ, გახარიაზეც. ბატონმა გიორგიმ არაერთხელ ისაუბრა, რაშიც გამოიხატებოდა აზრთა სხვადასხვაობა, დანარჩენი არის კონსპირაციის თეორიები და სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – აცხადებს ბუჩუკური.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები