ქაბულში ტერაქტების სერია მოხდა – სულ მცირე, 10 ადამიანია დაღუპული

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ტერაქტების სერია მოხდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანია დაღუპული, 12 დაშავებული.

ამის შესახებ მედიას ქვეყნის შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

კერძოდ, აფეთქება მოხდა დასახლებულ პუნქტებში – სარ-ი-ქარიზსა და ჰოლაი დავაჰანში.

ტერორისტების სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები გახდნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები