სალომე ზურაბიშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 8 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული ქალბატონი შეიწყალა. აქედან 4 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 4 მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 2 ივნისს გამოსცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები