Moderna ევროპაში ვაქცინის წარმოებას გააორმაგებს
ფარმაცევტული კომპანია – Moderna ნიდერლანდებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებას იწყებს, რაც ევროკავშირში პრეპარატების დამზადების გააორმაგებას გამოიწვევს.
ამის შესახებ Politico წერს.
სუბკონტრაქტორ კომპანია Lonza-სთან დადებული ახალ კონტრაქტი Moderna-ს საშუალებას მისცემს, 2021 წლის ბოლოდან აწარმოოს დაახლოებით 300 მილიონი დოზა წელიწადში. ნიდერლანდებში მდებარე ქარხანა, ესპანეთის გარდა, “მოდერნას” საშუალებას მისცემს, ევროკავშირში წელიწადში 600 მილიონი დოზა აწარმოოს.
მარტის ბოლო კომპანიამ ევროკავშირს 10 მილიონი დოზა ვაქცინა მიაწოდა, ივნისის ბოლოსთვის კი მოსალოდნელია 35 მილიონი დოზის მოწოდება.