ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისას საქართველოში გატარებული რეფორმები სამაგალითო იყოს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ხვდება, რომელთაც დაგეგმილი რეფორმების თაობაზე ინფორმაციას მიაწოდებს.
ოხანაშვილის თქმით, მთავარი ამოცანაა, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების დროს საქართველოში გატარებული რეფორმები ერთ-ერთი სამაგალითო იყოს.
„საქართველო ემზადება 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად, ამიტომ, კიდევ უფრო მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობა გვექნება ევროპელ კოლეგებთან. მათი მიზანია, რეფორმები მათთან ერთად გავლილი და შეთანხმებული იყოს. ინფორმაციას ვაცნობთ ამბიციურ საარჩევნო რეფორმაზე, დაგეგმილ სასამართლო რეფორმაზე. განხილვის საგანია ასევე პოლიტიკური პროცესები. ჩვენი მთავარი ამოცანაა, განაცხადის დაყენების დროს საქართველო გატარებული რეფორმებით იყოს ერთ-ერთი სამაგალითო იმისთვის, რომ განაცხადის დაყენებას საფრთხე არ შეექმნას. ჩვენი გაცხადებული ევროატლანტიკური კურსი არის ურყევი და გადავდივართ თანამშრომლობის ახალ საფეხურზე”, – განაცხადა ოხანაშვილმა.